გვარდიოლას ესპანეთის ნაკრების გაწვრთნა სურს

გვარდიოლას ესპანეთის ნაკრების გაწვრთნა სურსმანჩესტერ სიტის დამრიგებელს ხოსეპ გვარდიოლას ესპანეთის ნაკრების გაწვრთნა სურს. ამაზე გვარდიოლამ ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა. გვარდიოლას თქმით, მისი ოცნებაა, რომ ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს, ან ევროპის ჩემპიონატი მოიგოს.

”საოცარი გრძნობაა, როდესაც შენი ქვეყნის ნაკრებთან ერთად რაიმე მნიშვნელოვან ტურნირს იგებ. მინდა რომ ეს გრძნობა გამოვცადო და ამისთვის ყველაფერს გავეკეთებ. სიტიში ბედნიერი ვარ, მაგრამ მომავალში რა მოხდება არავინ იცის”– განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

გვარდიოლას სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება არა აქვს.