იაპონიის სამხრეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური მეტეოროლოგიური სამმართველო იუწყება.
მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ ოკინავადან ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

