აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მალე გადაწყვეტს, შეხვდეს თუ არა სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს. შეხვედრაზე განსახილველი თემა ყარაბახის საკითხი იქნება.
ამის თაობაზე განცხადება ალიევმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
– მე ვფიქრობ რომ მოლაპარაკებების ფორმატი უნდა აღდგეს, – ილჰამ ალიევის სიტყვებს მისი პრესსამსახური ახმოვანებს.
ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების საკითხის გარშემო ეუთოს მინსკის ჯგუფი 1992 წლიდან მუშაობს. მთიანი ყარაბახის ავტონომიური ოლქი აზერბაიჯანის შემადგენლობაში 1923 წელს შევიდა. ამჟამად რეგიონს მთლიანად აკონტროლებს დეფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, გაერო კი მას აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს.
იმედინიუსი

