იმამკულიევი: „სასამართლოს მაღალჩინოსანი მარნეულში ფულს არიგებს“

იმამკულიევი: „სასამართლოს მაღალჩინოსანი მარნეულში ფულს არიგებს“ევროპული საქართველოს მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევის თქმით, მარნეულში 55-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა

– ჩვენმა დამკვირვებლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ უბნის გარეთ იდგა მანქანა რომლიდანაც ხალხს ფულს აძლევდნენ. ამ მანქანასთან 20-30-მდე ადამიანი მივიდა, რომლებსაც ფული მისცეს და ეს ადამიანები შემდეგ საარჩევნო უბანზე შევიდნენ, როდესაც გამოვიდნენ ისევ მივიდნენ ამ მანქანასთან და რაღაც უთხრეს, – განაცხადა იმამკულიევმა, მისი თქმით ადამიანი, რომელიც ფულს არიგებდა, მარნეულის სასამართლოში მანდატურის ბიუროში თანამდებობაზე მუშობს.