ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ერთ-ერთ ბანკზე განაწყენებულია და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
– ,,საქართველოს ბანკის“ ბანკომატმა ჩამიყლაპა ბარათი,დავრეკე,ერთი კვირა ვერ ამოვიღებთო, აბა რა გავაკეთოთქო, მიბრძანდით ნებისმიერ ფილიალში და ქეშად აიღეთ,ოღონდ მაღალი პროცენტი ჩამოგეჭრებათო. პირველად დავწერ ეხლა- ყველაზე ბანძი ბანკი ხართ ქვეყანაზე,თან კლიენტს ერთი კვირა ბარათს ვერ უბრუნებთ და თან თქვენივე უნიათობის გამო(რომ ვერ აბრუნებთ ბარათს დროზე), პროცენტებს უზრდით. გულის რევის სმაილი ვერ მოვძებნე და სიტყვებით დავწერ.

