ირაკლი კაკაბაძე იშვიათი დაავადებით იტანჯება – “ეს დიაგნოზი იწვევს სიკვდილს“

ირაკლი კაკაბაძე იშვიათი დაავადებით იტანჯება - “ეს დიაგნოზი იწვევს სიკვდილს“მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იშვიათი დაავადებით იტანჯება და ამ დაავადების სამკურნალოდ კვალიფიციურ ექიმს ეძებს.

– ძილში რომ ადამიანს სუნთქვა უწყდება – მაგის ექიმები ხომ არ გეგულებათ საქართველოში და თუ არის რომელიმე სამედიცინო ცენტრი, ვინც ამას სწვალობს და კვალიფიციური კადრები ჰყავს?

საერთაშორისო დამკვირვებლები მეუბნებიან რომ აუცილებლად მჭირდება მკურნალობა ამ ტიპის დაავადებაზე. თურმე ის მოსახლეობის 6 პროცენტს აქვს ხოლმე და არ იცის და მათი უეცარი გარდაცვალების მიზეზად ასახელებენ ხოლმე ინფარქტს ან გაჟონვას. სინამდვილეში კი თურმე ეს დიაგნოზი იწვევს სიკვდილს. და ეს დაავადება თურმე დაკავშირებულია ყელის და ხორხის სიგრძესთან და სხვა ფიზიკურ ფაქტორებთან პირველ რიგებში, – წერს ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქზე.