ირაკლი კობახიძე – ”ოპოზიცია უნდა გავაძლიეროთ”

ირაკლი კობახიძე - ”ოპოზიცია უნდა გავაძლიეროთ”84 საარჩევნო ოლქიდან ყველა ოლქში მმართველი გუნდის გამარჯვებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართული დემოკრატიის გამოწვევად მიიჩნევს და ამის მიზეზად ოპოზიციური სპექტრის სისუსტეს ასახელებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თეა სიჭინავასთან ინტერვიუში ისაუბრა.

– საჭიროა მუშაობა იმაზე, რომ ოპოზიცია გაძლიერდეს. პარლამენტმა უნდა შექმნას სათანადო პირობები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზეც ფიქრიც არის საჭირო, როგორ გავაძლიეროთ ოპოზიცია – ამაზე უნდა ვიფიქროთ. ზოგადად შედეგები აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის სუსტი. თბილისის შედეგებიც ამას აჩვენებს. როცა დამოუკიდებელი კანდიდატი იღებს 17 პროცენტს არჩევნებში, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ სთავაზობენ საზოგადოებას შესაბამის ალტერნატივას, – აცხადებს კობახიძე.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2.058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.