ირაკლი ოქრუაშვილმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
“გუშინწინ საღამოს კლასელები და ბავშვობის სხვა მეგობრები შევიკრიბეთ, ძველი ნახალოვკელები. მეგობრულ ვახშამს კარგი მიზეზიც შევუთავსეთ, შეხვედრა ვთხოვეთ და მხარდაჭერას შევპირდით ალეკო ელისაშვილს – ენერგიულ, მოტივირებულ, თბილისზე ”ჩაციკლულ” კარგ ადამიანს. მე შორიდან ისედაც ვიცნობდი, მაგრამ დანარჩენებისთვის მისმა მოსმენამ მათ მოლოდინს გადააჭარბა. #ალეკომერად იმისათვის, რომ თბილისს პარაზიტები არ მართავდნენ.”

