იტალია – ვენეტოს რეგიონის ავტონომიას 50.1% უჭერს მხარს

იტალია - ვენეტოს რეგიონის ავტონომიას 50.1% უჭერს მხარსიტალიის ორ უმდიდრეს რეგიონში ლომბარდიასა და ვენეტოში ავტონომიის მოთხოვნით რეფერენდუმი ჩატარდა. როგორც ცნობილი გახდა, ვენეტოში, წინასწარი მონაცემებით, ავტონომიას მხარი 50.1%-მა დაუჭირა. ამის შესახებ სააგენტო РИА ვენეციიდან საარჩევნო კომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება.

ქვეყნის ყველაზე მდიდარი რეგიონების, 11 მილიონამდე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა გაზრდილი ავტონომიური უფლებები.

რომში ცენტრალურ მთავრობაში რეფერენდუმს არ მიესალმებიან, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ის იტალიის კონსტიტუციით ნებადართულია.

ორი მოსაზღვრე რეგიონი, რომელსაც მემარჯვენე ფრთის „ჩრდილოეთის ლიგა“ მართავს, დამოუკიდებლობას არ ითხოვენ, თუმცა სხვადასხვა საკითხში მეტი ავტონომიის მიღება სურთ.

ლომბარდია იტალიის კომერციული ცენტრია და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მეხუთედ ნაწილს წარმოადგენს, ვენეტო კი – დაახლოებით 10%-ს.

იმედინიუსი