იტალიაში, ბოლონიაში სტუმრობისას რომის პაპ ფრანცისკესთან საქველმოქმედო სადილის დროს ორი პატიმარი ციხიდან გაიქცა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Resto del Carlino წერს.
სადილზე ათასზე მეტი ადამიანი იყო დაპატიჟებული, მათ შორის სოციალურად შეჭირვებულები, უსახლკაროები, მიგრანტები და ადგილობრივი ციხის მსჯავრდებულები. ტრაპეზის დასრულების შემდეგ ზედამხედველებმა აღმოაჩინეს, რომ ორი ნეაპოლელი პატიმარი, რომლებიც საშიში რეციდივისტები არიან, გაიქცნენ.
იმედინიუსი

