თბილისის საკრებულოში ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტის თქმით, მის ხმებს საარჩევნო უბნებზე ალეკო ელისაშვილის დამკვირვებლები იცავენ. სმიტის თქმით საბურთალოს რაიონშიც ანალოგიური დარღვევები ფიქსირდება რაც საქართველოს მასშტაბით.
– დარღვევებით საბურთალო არ განსხვავდება სხვა უბნებისგან, დაფიქსირდა ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლის შემთხვევები, მმართველი პარტიის კორდინატორებს ამომრჩევლები ძალით მიყავთ უბნებზე, ამის ყველაფრის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამომრჩეველთა მაღალია აქტივობა, – განაცხადა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა.
ნიუპოსტი

