არსებული ინფორმაციით, თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს დედაქალაქის მთავრობაში გადასვლას სთავაზობს.
როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” არაოფიციალურად გახდა ცნობილი, კალაძის შეთავაზებაა, თალაკვაძემ ვიცე-მერის პოსტი დაიკავოს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, თანამდებობრივ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სავარაუდოდ, არ დათანხმდება.

