კალაძე – 34%, ელისაშვილი – 14%, უდუმაშვილი -14% – ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?

კალაძე - 34%, ელისაშვილი - 14%, უდუმაშვილი -14% -  ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.

კვლევის შედეგები ასეთია:

კითხვაზე, “თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” პასუხები ასეთია:

კახი კალაძე – 34%

ზალიკო უდუმაშვილი – 14%

ალეკო ელისაშვილი – 14%

ელენე ხოშტარია – 5%

ირმა ინაშვილი – 2%

გიორგი გუგავა – 2%

კახა კუკავა – 1%

გიორგი ვაშაძე – 1%

თენგიზ შერგელაშვილი – თითქმის 1%;

არ გადამიწყვეტია – 13%

უარი პასუხზე – 7%

არავის – 6%