კალაძე – „გავაკეთე არჩევანი, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სიყვარულით, ისტორიით, კულტურით სავსე“

კალაძე - „გავაკეთე არჩევანი, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სიყვარულით, ისტორიით, კულტურით სავსე“რამდენიმე წუთის წინ კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ხმა მესამე ოლქის 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

– მე გავაკეთე არჩევანი, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით, ისტორიით, კულტურით სავსე, მჯერა რომ ჩვენ ამას ერთად აუცილებლად მოვახერხებთ. დედაქალაქის მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას დღეს, როგორ იქნება, დაველოდოთ, საღამოს ყველაფერი გახდება ცნობილი, – განაცხადა კახა კალაძემ.