კალაძის შტაბიდან მოქალაქეებს ურეკავენ და ეკითხებიან თუ იყვნენ არჩევნებზე

კალაძის შტაბიდან მოქალაქეებს ურეკავენ და ეკითხებიან თუ იყვნენ არჩევნებზეუკვე რამდენიმე საათია მოქალაქეებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბიდან ურეკავენ და ინტერესდებიან მიიღეს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. ამის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ ამომრჩევლებმა მიაწოდეს.
„რუსთავი 2-ს“ აღნიშნულ ნომერზე დაუდასტურეს, რომ კახა კალაძის შტაბის თანამშრომლები არიან, თუმცა კითხვაზე საიდან მოხვდა, მოქალაქეების პირადი მონაცემები მათთან, არ უპასუხეს.