
კარლეს პუჩდემონი სიტყვით გამოდის
კატალონიის მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა კატალონიის პარლამენტს მოუწოდა, გადადოს კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაიწყოს დიალოგი მადრიდთან ესპანეთის შემადგენლობიდან გამოსვლის პროცედურების შესახებ.
მან ხაზი გაუსვა, რომ 1 ოქტომბრის რეფერენდუმით ავტონომიამ ხალხისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების მანდატი მიიღო.
სიტყვის დასაწყისში კარლეს პუჩდემონმა თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვა სურს და არ აპირებს არავის დამუქრებას და შეურაცხყოფის მიყენებას.
– ცხადია, რომ ეს უკვე აღარაა შიდა პრობლემა, ვითარება კატალონიაში ევროპის პრობლემა გახდა, – განაცხადა კარლეს პუჩდემონმა.

