კარლო ანჩელოტი სავარაუდოდ იტალიურ გუნდს გაწვრთნის

კარლო ანჩელოტი სავარაუდოდ იტალიურ გუნდს გაწვრთნისკარლო ანჩელოტი ბაიერნიდან წასვლის შემდეგ ფეხბურთისგან რამდენიმე თვით დასვენებას აპირებს, ხოლო შემდეგ კი მის გეგმებში იტალიაში დაბრუნება შედის. ანჩელოტიმ აღიარა, რომ მას სამშობლოში მუშაობა მოენატრა და იტალიაში სიამოვნებით დაბრუნდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარლო თავის სამწვრთნელო კარიერას, მაგრამ ბევრი თვლის, რომ ანჩელოტი მილანს ჩაუდგება სათავეში. მილანში ანჩელოტი უკვე მუშაობდა და 2003 წელს მან მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო. ფეხბურთელობის დროს კარლო ასევე მილანის ღირსებას იცავდა, ამიტომ მისთვის ეს გუნდი უცხო არ არის.