კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დასრულდა – მსოფლიო შედეგებს ელის

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დასრულდა - მსოფლიო შედეგებს ელისკატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დასრულებულია. რამდენიმე წუთის წინ ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. კატალონიის მთავრობის მონაცემებით, კატალონიის ხმის უფლების მქონე მოქალაქე 5.300.000-ია, თუმცა რამდენმა მიიღო მასში მონაწილეობა ჯერჯერობით უცნობია.

ესპანეთის პოლიციამ ძალის გამოყენებით 2.315 საარჩევნო უბნიდან უმრავლესობაზე კონტროლი დაამყარა და დაახლოებით 11 მილიონი ბიულეტენი ამოიღო.

პოლიციასთან შეტაკებებისა და დახურული უბნების მიუხედავად კატალონიელთა ნაწილმა რეფერენდუმში მონაწილეობა მაინც მიიღო. ისინი ხმას ქუჩასა თუ რამდენიმე ღია საარცევნო უბანში აძლევდნენ.

პოლიციასთან შეტაკებების შედეგად, დაშავდა 465 ადამიანი, დამსხვრეულია საარჩევნო უბნები და მათი მიმდებარე ტერიტორია. შეტაკებების გამო გადაიდო ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი ბარსელონას მონაწილეობით. კატალონიის მთავრობა

უახლოეს მომავალში სარეფერენდუმო კომისია შედეგებს გამოაცხადებს. წინასწარ ცნობილია, რომ ესპანეთის მთავრობა მის შედეგს არ აღიარებს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმის გამოცხადება არაკონსტიტუციურად და უკანონოდ სცნო..

რეფერენდუმმა ერთი რეალური შედეგი მოიტანა, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ფაქტობრივად ყველა ხიდი ჩატეხილია. – ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის მთავრობას კონტროლიდან გასულს უწოდებს, კატალონია კი ესპანეთის მთავრობის ქმედებებს ევროპის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ევროპა და მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის მოვლენების შემდგომ განვითარებას.

ნიუპოსტი