კატალონიის პრეზიდენტი კარლოს პუჩდემონი, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებამ თანამდებობიდან დაითხოვა, მოუწოდებს კატალონიის მოსახლეობას რეგიონის შიდა მმართველობას “დემოკრატიული წინააღმდეგობა“ გამოუცხადონ. ინფორმაციას El Mundo ავრცელებს.
პუჩდემონის მიმართვიდან იკვეთება, რომ ის გადაყენებულად არ მიიჩნევს საკუთარ თავს და მთავრობას. ის აცხადებს, რომ მადრიდის ქმედებები კატალონიელების თავისუფალ ნებას ეწინააღმდეგება და სწორედ ამიტომ “საუკეთესო საშუალებაა – დემოკრატიული წინააღმდეგობა“.
დღეს, ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ესპანეთის პრემიერმინისტრის მოადგილეს სორაია საენს დე სანტამარიოს დააკისრა. კატალონიის მთავრობის სხვა მინისტრების მოვალეობებს კი ესპანეთის ხელისუფლების შესაბამისი პროფილის პირველი პირები შეასრულებენ
ეს იყო პუჩდემონის პირველი გამოსვლა მას შემდეგ რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამის საპასუხოდ კი ესპანეთმა რეგიონს ავტონომიაგაუუქმა.
პუჩდემონის ეს მიმართვა ქალაქ ჟირონაში, ბარსელონადან 100 კილომეტრში ჩაიწერა.

