კატალონიის ქალაქ ჟირონაში ესპანეთის მეფე ფელიპე VI პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

კატალონიის ქალაქ ჟირონაში ესპანეთის მეფე ფელიპე VI პერსონა ნონ გრატად გამოაცხადესესპანეთის მეფე ფელიპე VI კატალონიის ქალაქ ჟირონაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ჟირონას საქალაქო საბჭომ მიიღო.
შესაბამის წინადადებას ესპანელი მონარქის ქალაქისთვის არასასურველ პირად ცნობის შესახებ საქალაქო საბჭოს პლენალურ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.
პერსონა ნონ გრატას სტატუსი ჟირონაში ასევე კატალონიაში ესპანეთის მთავრობის სრუფლებიან წარმომადგენელ ენრიკ მიიოს მიენიჭა.
ამასთან, ჟირონას საქალაქო საბჭომ ხმათა უმრავლესობით ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის მოქმედების მხარდაჭერაზე უარის თქმას დაუჭირა მხარი.

ინტერპრესნიუსი