კევინ სპეისიმ ჰომოსექსუალობა აღიარა – “მე მიყვარს კაცები”

კევინ სპეისიმ ჰომოსექსუალობა აღიარა - "მე მიყვარს კაცები"ამერიკელმა მსახიობმა კევინ სპეისიმ აღიარა, რომ ის ჰომოსექსუალია. ამის შესახებ მსახიობმა  Twitter-ზე დაწერა. სპეისიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სერიალ „სტარტრეკის“ მსახიობმა ენტონი რეპმა ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ რეპს ბოდიში მოუხადა.

„ამ ისტორიამ მიბიძგა ცხოვრება შემეცვალა. ვიცი, რომ ჩემს შესახებ სხვა ისტორიებიც არსებობს. ახლობლებმა იციან, რომ ურთიერთობები მქონდა კაცებთანაც და ქალებთანაც. მე მიყვარს კაცები და მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვხვდები. მე გეის ცხოვრება ავირჩიე,“- დაწერა მსახიობმა.