კიევის ცენტრში და რადასთან პოლიციაა მობილიზებული

კიევის ცენტრში და რადასთან პოლიციაა მობილიზებულიკიევის ცენტრში პოლიციაა მობილიზებული. უკრაინის რადასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორიც ოდესის ყოფილი გუბერნატორის პოლიტიკური მოძრაობაა. სააკაშვილის მოძრაობის გარდა, აქციაში “სლობოდა”, “სამოპომოში” ,”სამოქალაქო პოზიცია” და რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაცია მონაწილეობს. რადა პოლიციის კორდონის ალყაშია. გამკაცრეებულია უსაფრთხოების ზომები.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, გამკაცრებულია ზოგადად ქალაქში შესვლა.
უკრაინის რადას წევრის, მუსტაფა ნაიემის ინფორმაციით, რადასა მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური გვრადიაა განთავსებული და მიტინგის ადგილთან მიახლოება შეზღუდული და გართულებულია.

დღევანდელი აქციის მონაწილეები სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციულ სასამართლოს და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვენ. აქციაში მოქალაქეებთან ერთად უკრაინის რადას წევრებიც მონაწილეობენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ შეასრულოს მომიტინგეთა მოთხოვნები.