გია კორკოტაშვილი კახი კალაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა თბილისელებისთვის თავის მოწონება, არაპოპულარული განცხადებით დაიწყო. კორკოტაშვილი ამბობს, რომ კალაძემ ლგბტ თემის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა:
„შე კაი დედმამიშვილო, სამი ვაჟის მამა ხარ, ასე გინდა თბილისელებს თავი მოაწონო?!“, – განაცხადა კორკოტაშვილმა გადაცემა “რეაქციაში”.
კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებისადმი და განაცხადა, რომ არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ორი კვირის წინ, ერე დივიზიონის მატჩში გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

