”კოტიკო არ წაიყვანოთ!” – თინა ბოკუჩავამ ქმრის დაკავებისას იტირა – ვიდეო

”კოტიკო არ წაიყვანოთ!” - თინა ბოკუჩავამ ქმრის დაკავებისას იტირა - ვიდეოსაკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ მათ არ მისცა.

აქციაზე დეპუტატ თინა ბოკუჩავას ქმარი, ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი, კოტე იოსელიანი დააკავეს. მიუხედავად აქციონერებისა და თინა ბოკუჩავას აქტივობისა – ” კოტიკო არ წაიყვანოთ”, სამართალდამცავებმა დაკავებული მაინც ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს.

მეუღლის დაჭერაზე, თინამ ცრემლი ვერ შეიკავა.

თბილისის პოლიციის სამმართველოში საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე დაკავებულების უფლებადამცველი არ შეუშვეს. მიზეზად საშვის დაშვებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას ასახელებენ.

თბილისის საკრებულოს წინ შეკრებილები ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემას აპროტესტებდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა 8 პირი დააკავეს.

ადვოკატის ინფორმაციით, აქციის დროს დაკავებულებს შორის არიან ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ასევე, პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი.

თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მივიდნენ ენმ-ის ლიდერები. ასევე, აქ იმყოფება ერთ-ერთი დაკავებულის, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კოტე იოსელიანის, მეუღლე, პარლამენტარი თინათინ ბოკუჩავა.

თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატს სამართალდამცავ უწყებაში განუცხადეს, რომ აქციის დროს დაკავებულები ამ შენობაში არ იმყოფებიან. თუმცა, ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს ტყუილია და კოტე იოსელიანი სწორედ ამ სამმართველოში გადმოიყვანეს.

აქციის დროს ეს პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც ითვალისწინებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას.