აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში სროლის დროს საქართველოს მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ “პირველ არხს” ინფორმაცია ლას-ვეგასში მცხოვრებმა შაკო ამაშუკელმა მიაწოდა.
“ჩემი ახლობელი ქართველი გოგონა სროლის დროს გაიქცა და ჭყლეტაში ფეხი იტკინა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეტალებს ვაზუსტებ. სხვა ქართველები, როგორც ვიცი, კარგად არიან. ამ დრომდე პანიკაა ქალაქში. შენობებიდან ხალხს არ უშვებენ”, – განუცხადა “პირველ არხს” შაკო ამაშუკელმა.
“პირველი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყება საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობს.
პირველი არხი

