ლელა ქებურია – “ალიკა ღვინჯილია “ოცნების” კანდიდატმა ზვიად ყორშიამ, რუბენ შელიამ და სხვებმა სცემეს”

ლელა ქებურია - "ალიკა ღვინჯილია "ოცნების" კანდიდატმა ზვიად ყორშიამ, რუბენ შელიამ და სხვებმა სცემეს"„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ერგეტის იცნიდენტში მონაწილე პირები დაასახელა.

მერობის კანდიდატის თქმით, მის ქმარს და პარტიის აქტივისტს „ქართული ოცნების“ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყორშია და ქართული ოცნების შტაბის წევრები: რუბენ შელია, კუკური შელია, როინი მიქაია, მამუკა სიჭინავა, ნიკა მაქაცარია და დავით კოდუას მამა ოთარ კოდუა გაუსწორდნენ.

– ეს არის გიორგი მღებრიშვილის მიერ ხელმოწერილი მადლობის სიგელი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლით და რომელიც ეკუთვნის ალექსანდრე ღვინჯილიას, რომელსაც გუშინ დავით კოდუამ უწოდა ზონდერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო შსს-ის თანამშრომელი. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ალიკა ღვინკიჯილია არის ევროპული საქართველოს ზუგდიდის ორგანიზაციის პარტიული სიის მეხუთე ნომერი.
მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ალიკა ღვინჯილია არის ქალაქის შტაბის ხელმძღვანელი და ძალიან ვამაყობ, რომ ალიკას მსგავსი ახალგაზრდები დღეს ევროპულ საქართველოს წარმოადგენენ. დავით კოდუას კი ვეუბნები, რომ თუ ყველა ყოფილ თანამშრომელს ის დაუძახებს ზონდერს , მაშინ იმავე ლოგიკით ყველაზე დიდი ზონდერი გოგია, არის კუდის ყოფილი თანამშრომელი და არის ქართული ოცნების მერობის კანდიდატი.
ეს რაც შეეხება კოდუას განცხადებას. რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ყველამ კარგად იცით, როგორ განვითარდა მოვლენები. როდესაც კოდუა ზონდერებს გვიწოდებს ჩვენ სამ ქალს, რომლებიც მივედით ქართული ოცნების ერგეტის შტაბში, დიახ, იმის გასარკვევად, თუ ვინ ჩაიდინა ის სისაძაგლე და მე მინდოდა პირადად ჩემს ფოტოკამერაზე ყოფილიყო აღბეჭდილი მათი სახეები, რომ ყველამ დაიმახსოვროს ეს სახეები და რომ ყველამ იცოდეს, თუ როგორი კადრებით აპირებს ქართული ოცნება ზუგდიდის მერიის დაკომპლექტებას, ზუსტად ამისთვის მივედი ქართული ოცნების შტაბში და ჩვენ სამ ქალს კოდუამ გვიწოდა ზონდერები, მაშინ როდესაც დავით კოდუას მამა ოთარ კოდუა, კადრებში ჩანს როგორ ურტყამს ხელს ალიკა ღვინჯილიას, რუბენ შელია, კუკური შელია, დარჩელის შტაბის უფროსი, იმ მომენტისთვის ერგეტის შტაბში იმყოფებოდა გამგეობის თანამშრომელი მამუკა სიჭინავა, გამგეობის თანამშრომელი ზუგდიდიდან ნიკა ფარცვანია, და პირდაპირი პასუხისმგებლიობა გუშინდელ ინციდენტზე ეკისრება ლაშა გოგოიას, დავით კოდუას, მაჟორიტარობის კანდიდატს ზვიად ყორშიას და შტაბის უფროსს როინი მიქაიას. აგრეთვე ინციდენტის მონაწილეები იყვნენ ერგეტის შტაბის წევრები ხუნტული ჯოჯუა, გოჩა მამფორია და ალიკა ჩიქოვანი.
ეს გვარები კარგად დაიმახსოვროს შშს-მ და ერთხელ და სამუდამოდ დააყენონ იმის პრეცედენტი, რომ ძალადობა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და წინასაარჩევნოდ ძალადობის წაქეზება ნიშნავს იმას, რომ არასდროს არ გვექნება კარგი წინასაარჩევნო გარემო და რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება კორცხელის საშიშროება, – განაცხადა ქებურიამ.

გია ჯიქიას თქმით, მას და პარტიის აქტივისტს ალექსანდრე ღვინჯილიას სოფელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ქებურიას მეუღლე აცხადებს, რომ თავდამსხმელები “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ. გუშინ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნიუპოსტი