– ვფიქრობ, გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას.
ამის შესახებ თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც თიანეთის მერის არჩევნებში 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს.
ლელა ქიტესაშვილი მიიჩნევს, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უფრო ლოგიკური იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება.
– უფრო ლოგიკურად მეჩვენებოდა, არჩევნების განმეორებით ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულიყო, ეს უფრო ღირსეული იქნებოდა. ვფიქრობ, გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას, – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური 1 ხმით იმარჯვებს.

