მალის დასავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, მშვიდობისმყოფელების ავტომობილი ტესალიტსა და აგელჰოკს შორის აფეთქდა. მშვიდობისმყოფელები ჩადის რესპუბლიკიდან იყვნენ.
– მე ვგმობ ასეთ ქმედებებს, რომლის მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაცია და მალიში სამშვიდობო პროცესისთვის ზიანის მიყენებაა, – განაცხადა გაერო-ს მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა კოენ დავიდსემ.

