მამუკა არეშიძე: ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, არასწორად მოიქცა

მამუკა არეშიძე: ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, არასწორად მოიქცაექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ გადაცემა „ტელემარკეტში” არჩევნების შესაძლო შედეგებზე ისაუბრა. ექსპერტის განმარტებით, თბილისში „ქართული ოცნების” კანდიდატი კახა კალაძე მოიპოვებს გამარჯვებას.

– ეჭვი არ მეპარება, რომ კალაძე დღევანდელი დღის გამარჯვებული იქნება, თუმცა, გადალახავს თუ არა 50%-ს, მაგის თქმა გამიჭირდება, რადგან ხმები ძალიანაა გაყოფილი. ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, არასწორად მოიქცა ტაქტიკური თვალსაზრისით – ვერ მოახერხა კანდიდატთა რიცხვის შემცირება და გაერთიანება.

აქედან გამომდინარე, ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება გამორიცხულია. თუმცა, მეორე ტურის შემთხვევაში, გაერთიანება შესაძლოა შედგეს, მაგრამ არა ყველა კანდიდატის შემთხვევაში, – განაცხადა კახა კალაძემ.