მანჩესტერ იუნაიტედი ზამთარში ოზილის ყიდვას შეეცდება

მანჩესტერ იუნაიტედი ზამთარში ოზილის ყიდვას შეეცდებამანჩესტერ იუნაიტედი არსენალის ნახევარმცველით მესუთ ოზილით დაინტერესდა, რომელსაც სავარაუდოდ არსენალიდან წასვლა სურს. ოზილის ყიდვას მანჩესტერელები ადრეც ცდილობდნენ, მაგრამ მათ საწადელს ვერ მიაღწიეს.

ბოლო პერიოდში ოზილი არასტაბილური თამაშით გამოირჩევა და მას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის მოედანზე ბოლომდე არ იხარჯება.

მიუხედავად ამისა, გერმანელი ნახევარმცველის შეძენა ბევრ გუნდს სურს და მათ შორის ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობს, რომელმაც წლევანდელი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და 7 ტურის შემდეგ იუნაიტედი პრემიერ ლიგას ლიდერობს.