მარგველაშვილი – “სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე”

მარგველაშვილი - "სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე"საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე, მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

– ყველას მოგიწოდებთ იყოთ ძალიან აქტიური, დღეს წყდება ბედი ბევრი საკითხის, რაც არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს. ამ არჩევანით ვაკეთებთ არჩევანს უკეთეს თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება უფრო მეტი ხმა, ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს ხალხს და შექმნის უკეთეს ყოფას ყოველდღიურობაში. თვითმმართველობა ახლა იქმნება და მერებმა, დეპუტატებმა უნდა შეძლონ და მოუსმინონ ხალხს. მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი გამოვიყენე შემდეგნაირად, სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე, ეს იყო ჩემი არჩევანი, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიუპოსტი