მარგველაშვილი – უკვე 4 წელია, რაც ივანიშვილთან ურთიერთობა არ მაქვს

მარგველაშვილი - უკვე 4 წელია, რაც ივანიშვილთან ურთიერთობა არ მაქვს– უკვე ოთხი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ მაქვს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეარხი Дождь-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის დეტალებში შესვლას არ აპირებს, ვინაიდან ეს პირადი საკითხია.
– არასოდეს განმიხილავს ურთიერთობები მედიაში. ვფიქრობ, ამის განხილვა არც არის საჭირო, ვინაიდან ეს არის სახელმწიფო მოხელესა და ერთი მოქალაქის ურთიერთობები. ეს მხოლოდ პირადი ურთიერთობებია, რომლის განხილვას არ ვაპირებ, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს აზრი გამოთქვას მასზე.
– საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს აზრი გამოთქვას ჩემზე. ეს ნორმალურია დემოკრატიისთვის, ეს ნორმალური პროცესია, – დასძინა მან.

ინტერპრესნიუსი