საქართველოს პრეზიდენტმა მობილურ კავშირგაბმულობაზე 19 თვეში 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 15 აგვისტომდე 16.224 ლარი დახარჯა, – ამის შესახებ Ipress-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობთ წერს.
პრეზიდენტს ყველაზე მეტი დანახარჯი 2016 წლის მაისში აქვს – 2.192.2 ლარი, ხოლო ყველაზე ცოტა 2016 წლის თებერვალში – 121.7 ლარი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების მობილური კავშირგაბმულობის ხარჯები, უმეტეს შემთხვევაში, ორნიშნა რიცხვს არ სცდება.
გაირკვა პრეზიდენტის და მისი მრჩევლების სამივლინებო ხარჯებიც, რომლის თანახმადაც გიორგი მარგველაშვილმა იგივე პერიოდში ამ მიზნით ბიუჯეტიდან 200 ათას ლარამდე გახარჯა, მრჩევლებმა კი დაახლოებით 154 ათასი ლარი.

