”მარინა ჯანაშია შპაგატში რომ ჩაჯდა, ეს იყო სრული შოკი” – მარიტა ჯანაშია ბებიას სცენაზე დაბრუნებას ულოცავს

”მარინა ჯანაშია შპაგატში რომ ჩაჯდა, ეს იყო სრული შოკი” - მარიტა ჯანაშია ბებიას სცენაზე დაბრუნებას ულოცავს”ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ.. ლაპარაკი და წერაც მიჭირს ემოციებისგან!
როცა პირველი სპექტაკლი მქონდა, მარინა იჯდა პარტერში და ჩემნაირად ნერვიულობდა, დღეს თითქოს მე ვუყურებდი მის პირველ ნაბიჯებს.
ადგილს ვერ ვპოულობდი ნერვიულობისგან, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, როცა გამოჩნდა. მძიმე დაავადების შემდეგ პირველად დადგა სცენაზე.
არ ცოდნის შემთხვევაში ვერასდროს, ვერასდროს ვერ მივხვდებოდი, რომ რაღაც ჭირდა და დღემდე აწუხებს პატარ-პატარა, პოსტ ოპერაციული ტკივილები.
ბოლოს შპაგატშიც რომ ჩაჯდა (რასაც არც სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, არც რეჟისორი და არც ჩვენ ველოდით) ეგ იყო სრული შოკი!
მინდა ესე საჯაროდ მივულოცო და წარმატება ვუსურვოთ, 28 ოქტომბერს ისევ თამაშობენ❤️
ამას წერს მარი ჯანაშიას შვილიშვილი, მოდელი მარიტა ჯანაშია.
შეგახსებთ, რომ ბოლო დროს რუსთაველის თეატრის მსახიობი ავადმყოფობდა. მან უმძიმესი ოპერაცია და მკურნალობის კურსი ჩაიტარა.