„ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატი “ქართული იცნების” შიგნით არსებულ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე საუბრობს და ხვალ, თვითმმართველობის არჩევნების დღეს მარნეულში ინციდენტებს არ გამორიცხავს.
– ჩვენ გვახსოვს, რომ მარნეულიდან ამირან გიორგაძის მხარდამჭერები იყვნენ წასული და „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ გამართეს აქცია, რომ არ გვინდა თეიმურაზ აბაზოვი. დღესაც მარნეულის მუნიციპალიტეტში სამად არიან გაყოფილი „ქართული ოცნების“ შტაბი. ჩვენ ამ არჩევნებს მარნეულში ჩავატარებთ კანონიერი გზებით და არანაირ დაპირისპირებას, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ექნება. თუ რაიმე კანონდარღვევა იქნება, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება უშიშროების გაკეთებული საქმე, – აცხადებს აჰმედ იმამკულიევი.

