,,წელიწადნახევარია, თურქეთში, ერთ-ერთ კაფეში ვმუშაობ. მისი მეპატრონე შვიდკლასდამთავრებული პიროვნებაა, რომელსაც ბანკმა 20.000 დოლარი მისცა ბიზნესის დასაწყებად. 2 წლის განმავლობაში არანაირი პროცენტი არ აქვს გადასახდელი _ არც ერთი ლირა! აი, ამიტომაც ცხოვრობენ ნორმალურად და ჩვენსავით გაძვალტყავებულები არ არიან.
აქ უმრავლესობა მეექვსე კლასის შემდეგ არ სწავლობს, მაგრამ ყველას აქვს უფლება, ბიზნესი წამოიწყოს, ბანკებისგან კი მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ”, _ ამბობს ნანა ბერიშვილი akhalitaoba. ge-თან.

