მოსკოვში, ”ეხო მოსკვის” ოფისში, რუსი ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი ყელში დაჭრეს

მოსკოვში, ”ეხო მოსკვის” ოფისში, რუსი ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი ყელში დაჭრესდღეს, 23 ოქტომბერს, რუსული რადიო „ეხო მოსკვის“ ოფისში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრა,

„ოფისში შეჭრილმა მამაკაცმა ტატიანა ფელგენგაუერი დანით ყელის არეში დაჭრა. ჩვენ ის დავაკავეთ და პოლიციას გადავეცით. ექიმების ინფორმაციით, ტატიანას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, _ ნათქვამია „ეხო მოსკვის“ განცხადებაში.

სამართალდამცავ ორგანოებში „ეხო მოსკვის“ რედაქციაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციაა დაადასტურეს.

_ უცნობმა პირმა ჟურნალისტი ყელის არეში დაჭრა. ის დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი. დანაშაულის მოტივი დგინდება, _ განაცხადა „ტასის“ წყარომ.

მოსკოვში, ”ეხო მოსკვის” ოფისში, რუსი ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი ყელში დაჭრეს„რია ნოვოსტის ცნობით, ტატიანა ფელგენგაუერზე თავდასხმის მიზეზი პირადი კონფლიქტი გახდა.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენელმა ალექსანდრე კურენოიმ განაცხადა, რომ მისი უწყება სიტუაციას სრულად აკონტროლებს. დამნაშავე რადიოსადგურის შიდა დაცვამ დააკავა და პოლიციას გადასცა.

თავდამსხმელთან ფსიქიატრები მუშაობენ, ვინაიდან დაკითხვის დროს ის „არაადეკვატურ პასუხებს სცემდა“.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი რედაქციასთან მივიდა, ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელს სახეში გაზის აეროზოლი შეასხა, რის შემდეგაც ისინი შენობაში შევიდნენ.

„ინტერფაქსი“ რუსეთის შსს-ზე დაყრდნობით წერს. რომ „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტს თავს უცხო ქვეყნის მოქალაქე დაესხა. თავდასხმის წინასწარი მოტივი პირადი მიუღებლობაა.

_ წინასწარი მონაცემებით, ბოროტმოქმედი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი პირადი მიუღებლობა იყო, – განაცხადეს უწყებაში.

„ინტერფაქსის“ წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.

_ როგორც კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრება, თავდამსხმელს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნება, _ განაცხადა სააგენტოს წყარომ.