ნაძალადევის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის მურმან თხელაძის ოფისი დაარბიეს.
ადგილზე თანამშრომლებს ოფისი არეული, ნივთები კი ამოყრილი დახვდათ.
– დილით რომ გადმოვედით ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა ოფისი გატეხილი. დილიდან მუშაობენ კრიმინალისტები და ველოდებით პასუხს რა იქნება. კომპიუტერი ჩართული დაგვხვდა, უჯრები გამოღებული, ამოყრილი ყველაფერი, – განაცხადა შტაბის უფროსმა გიორგი ჯანიბეგაშვილმა.
ნიუპოსტი

