ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ოთარ აბესაძეს მხარდაჭერას უცხადებს. მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი წაყენებულ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა თავად ქრთამის აღების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
– გავიგეთ რომ კორუმპირებული იყო, ბრალი აღიარა, იმიჯი, რეპუტაცია, გონორი გაქრა. ნუთუ არაა საკმარისი? როცა ჩახალიანებს იწყალებთ, ეკონომიურ დანაშაულზე ტიპის ციხეში ჯდომა, რატომ არის აუცილებელი?! ადამიანს, ამ ბრალით, წლობით უნდა ეკრძალებოდეს საჯარო სამსახურში მუშაობა, მაგრამ მკვლელივით და პედოფილივით ციხეში არ უნდა იჯდეს! მძულდა და მძულს საჩვენებელი დასჯები, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ოთარ აბესაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი თვის წინ დააკავა.

