ნანუკა ჟორჟოლიანი – “თამარ ჩერგოლეიშვილი ჩემით ცხოვრობს, მასე გააგრძელე. იქნებ ეთერშიც მოხვდე სადმე”

ნანუკა ჟორჟოლიანმა თამარ ჩერგოლეიშვილის მწვავე კრიტიკას ფეისბუქში ასე უპასუხა:

“არ გამეხარდება, რომ ჩემი შვილი მხოლოდ გეებთან მეგობრობდეს”. არ მითქვამს.

მე ვთქვი, “არ გამეხარდება ჩემი შვილი რომ გეი იყოს.”

სხვაობა ძალიან დიდია.

თამარ ჩერგოლეიშვილი, ქალი რომელიც, მუდმივად სხვებს აკრიტიკებს აზრის დამახინჯებისთვის, ასეთ შეცდომას შემთხვევით არ დაუშვებდა. უბრალოდ იტყუება. ფაქტს იგონებს, “დემოკრატიის შუქურა”.

თორემ ჩემით რომ ცხოვრობს, ამაში უკვე დიდი ხნის წინ დავრწმუნდი. რაც ძალიან მართობს ❤️ თამრიკო, მასე გააგრძელე. იქნებ ეთერშიც მოხვდე სადმე .:დ”