ნარმანია სემეკში იწყებს მუშაობას

ნარმანია სემეკში იწყებს მუშაობას,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, დავით ნარმანია თბილისის მერის პოსტზე უფლებმოსილების ამოწურვის შემდეგ მუშაობას ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გააგრძელებს. ინფორმაციის თანახმად, ნარმანიას ამ პოსტზე, სახელისუფლებო გუნდი წარადგენს.
რამდენიმე დღის წინ, შეკითხვაზე თუ სად გააგრძელებს მუშაობას მერობის დასრულების შემდეგ – განაცხადა რომ მის დასაქმებაზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს. თავად დავით ნარმანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.