ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “პირველების” წამყვანებმა ვახო სანიამ, დიანა ტრაპაიძემ და ნინო ჟიჟილაშვილმა დედაქალაქის ყოფილ მერებთან – დავით ნარმანიასა და გიგი უგულავასთან ერთად “სელფი” პირდაპირ ეთერში გადაიღეს.
ეს იმ დროს მოხდა, როდესაც სტუდიას დავით ნარმანია ტოვებდა, ხოლო სტუდიაში გიგი უგულავა შემოდიოდა.
– დაელოდეთ, ბატონო დავით, იქნებ მიესალმოთ კიდეც ერთმანეთს, – მიმართა დავით ნარმანიას გადაცემის თანაწამყვანმა ვახო სანაიამ.
შემდეგ კი დედაქალაქის ყოფილ მერებთან ერთად “სელფიც” გადაიღო. მომდევნო “სელფი” კი გადაცემის კიდევ ორ თანაწამყვან დიანა ტრაპაიძესა და ნინო ჟიჟილაშვილთან ერთადაც გადაიღო.
აიპრესი

