თბილისის მერი დავით ნარმანია ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიაში საქართველოს ელჩად შესაძლო დანიშვნაზე, არ ადასტურებს და ამ ინფორმაციას “ჭორს” უწოდებს. “ეს არის ნამდვილად ჭორი”, – ამბობს ნარმანია და დასძენს, რომ ამ საკითხზე პარტიაში კონსულტაციები არ გამართულა.
დავით ნარმანიამ დღეს ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული გახსნა.
ნარმანიას შესაძლო ელჩობის შესახებ ინფორმაცია 11 ოქტომბერს არც მთავრობის წევრებმა არ დაადასტურეს.
გერმანიაში საქართველოს ელჩად დავით ნარმანიას შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მოქმედი ელჩი ლადო ჭანტურია გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლედ აირჩიეს.
იმედინიუსი

