ნათია ფანჯიკიძე – მამია ალასანიაც დაბრუნდა სოხუმიდან. ყველა რომ მოდიოდა, ის არ წამოვიდა და ახლაც ყველაზე გვიან დაბრუნდა

ცოტა ხნის წინ ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მისი მამამთილის, მამია ალასანიას, სოხუმიდან თბილისში გადმოსვენებას ეხება:

“მამია ალასანიაც დაბრუნდა სოხუმიდან. ყველა რომ მოდიოდა, ის არ წამოვიდა და ახლაც ყველაზე გვიან დაბრუნდა.
ეს ამბავიც დასრულდა.
დიდი მადლობა მსოფლიოს ყველაზე ღირსეულ ორგანიზაციას, წითელ ჯვარს, რომელიც უხმაუროდ, ერთგულად, ცოდნით ემსახურება ადამიანებს.
ირაკლი ხვალ ჩამოვა თბილისში. დაკრძალვის დღეს და დეტალებს გაგაგებინებთ.”