ნაციონალი რევაზ კახნიაშვილი – “ქართულ ოცნებას” გორში კოორდინატორები ჰყავს მობილიზებული

ნაციონალი რევაზ კახნიაშვილი - "ქართულ ოცნებას" გორში კოორდინატორები ჰყავს მობილიზებული“ნაციონალური მოძრაობის” გორის მერობის კანდიდატმა რევაზ კახნიაშვილმა ხმა მე-14 საარჩევნო უბანზე მისცა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო უბნებთან კოორდინატორები ჰყავს მობილიზებული. მმართველ პარტიას ამომრჩევლები არჩევნებზე თავად მოჰყავთ და აიძულებენ არჩევანი ოცნების სასარგებლოდ გააკეთონ.

– მე ხმა მივეცი განვითარებას .ვთხოვ ამომრჩეველს მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევას, – განაცხადა კახნიაშვილმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.

იმედინიუსი