NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრმა, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში პერ ეკლუნდმა არჩევნების შეფასებისას თქვა:
– ყველაზე ხშირად გვესმის ჩივილი, რომ ხდება ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება. ეს არ არის ახალი საქართველოსთვის. მე ბოლო 10-15 წელია ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში და ვიმედოვნებ, მოვესწრები იმ დღეს, როდესაც ეს აღარ იქნება დღის წესრიგში,- განაცხადა ეკლუნდმა.

