ნიკა გვარამია – ”ამას მონათმფლობელობა ქვია თუ ფეოდალიზმი, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი”

დღეს დილით მთავრობის სხდომაზე პრემიერის გამოსვლას ნიკა გვარამია ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა:

”ქვეყნის პრემიერმინისტრი რომ იწვევს მთავრობის საგანგებო სხდომას, ბიძინა ივანიშვილს ცუდად ვიცავთო და მერობის კანდიდატი დილიდან გაგდებულია იმავე თემით ლაივის ჩასაწერად – მე რომ მოვალ მერად, უკეთ დავიცავ ბიძინასო, ამას მონათმფლობელობა ქვია თუ ფეოდალიზმი, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი”