ნიკა გვარამია: „თუ ფიქრობთ, რომ მე მომწონს, რაც გამოვაქვეყნეთ, ცდებით“

“რუსთავი 2”- ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
– მეგობრებო, ეგზიტპოლის შედეგებს რ2 იღებს ფაილების სახით, შეყავს გრაფიკაში და აქვეყნებს.
თუ ფიქრობთ, რომ მე მომწონს, რაც გამოვაქვეყნეთ, ცდებით, თუმცა, გამოვაქვეყნეთ ის, რაც მივიღეთ. და მივიღეთ ის, რაც არის.
ეს რუსთავი 2ია. ჩვენ ვაჩვენებთ რეალობას მაშინაც, როცა ის არ მოგვწონს.