“ვთვლი რომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ისეთ გადაცემებში, სადაც გადაცემის წამყვანი თავად არის ამ პრობლემის ნაწილი”,-ამის შესახებ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
“გადაცემები არ მინახავს, მაგრამ ფბ პოსტებით ვხვდები რაც იყო. იყო ის, რაც აქამდეც ყოფილა. ჰოდა, არსებობს მოსაზრება რომ არაპოპულარულ, პრობლემურ თემებზე სასაუბროდ ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და ვთვლი რომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ისეთ გადაცემებში, სადაც გადაცემის წამყვანი თავად არის ამ პრობლემის ნაწილი (მაგალითად ჰომოფობი) და მისი მიზანი მდარე ხარისხის შოუს მოწყობაა და არა თემაზე მსჯელობა. ამით უკუშედეგს ვიღებთ, პრობლემას უფრო ვაღრმავებთ, ვიდრე ვაგვარებთ. ამიტომ ჯაჯანიძეებში, ნანუკებში, მაიებში და ა.შ. ნუ ვივლით მეგობრებო”, – წერს ნინია კაკაბაძე.
პირველი

