ლიდერთა საბჭოში მორიგი ბრიფინგი გაიმართა. ამჯერად მედიას ინფორმაცია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააცნო.
მისი თქმით, ოპოზიციის მოწოდებებმა შეწდეგი გამოიღო და არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობაზე აისახა.
რაც შეეხება არჩევნების მსვლელობას, ბურჯანაძე დარღვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ასეთი მასობრიოვი მოსყიდვა და ამდენი ფულის დახარჯვა არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა”.
– ჩვენ გვაქვს არაერთი ოქმი და საჩივარი რომელიც დარღვევების შესახებ არის დაწერილი. უპრეცედენტიდ მაღალია სოციალურად დაუცველთა მიმართ ხელისუფლების ზეწოლა. ხელისუფლება ადამიანებს რომლებიც შიმშილის პირას არიან ემუქრება რომ წაართმევს იმ ელემენტარულს რითაც ისინი სულდგმულობენ, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

